მ ა ს შ ტ ა ბ ი
• გლობუსზე, რუკაზე ან გეგმაზე რომელიმე ხაზის სიგრძის შემცირების ხარისხს, ადგილზე მათ ნამდვილ სიგრძესთან შედარებით, მასშტაბი ეწოდება.
• დიდი ან პატარა ზომის მაგიერ პირობით აღებულ ზომას მასშტაბი ეწოდება.
• მასშტაბი შეფარდებაა ერთი და იგივე ობიექტის რეალურად არსებულ და ქაღალდზე გამოსახულ სიდიდეებს შორის, ე.ი. გვიჩვენებს რამდენჯერ არის შემცირებული ან გადიდებული ობიექტი მისი ქაღალდზე გამოსახვისას.
მაგალითად, 1 : 100 000 მასშტაბი ნიშნავს, რომ რუკაზე მოცემული მანძილი (დავუშვათ, 1 სმ) სინამდვილეში 100 ათასჯერ უფრო დიდია.
მასშტაბი სამი სახისაა :
რიცხვითი, სახელდებული და ხაზოვანი.
1 : 100 000 – რიცხვითი მასშტაბი
1 სმ – 1000 მ – სახელდებული
-1 0 1 2 3 - ხაზოვანი მასშტაბი
__________
სიდიდის მიხედვით მასშტაბი სამგვარია :
მსხვილი მასშტაბი ( 1 : 100 – 1 : 10000 )
საშუალო მასშტაბი ( 1 : 10000 – 1 : 1000000 )
წვრილი მასშტაბი ( 1 : 1000000 და ზევით )
მასშტაბის გამოყენება
მასშტაბს რუკაზე ან გლობუსზე, ძირითადად მანძილის და ფართობის გასაზომად ვხმარობთ. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი გამოყენება ვიცოდეთ. კერძოდ, უნდა შეგვეძლოს მასშტაბის სანტიმეტრებიდან მეტრებში ან კილომეტრებში გადაყვანა, რათა უფრო მოხერხებულად ჩავატაროთ გაზომვები.
მაგალითად, 1 : 100000-თან, თუ გვინდა სანტიმეტრების მეტრებზე გადაყვანა, 100 000-ს ჩამოვაცილებთ ორ ნულს ( 1მ = 100 სმ ), ხოლო თუ კილომეტრებში გადაგვყავს, საჭიროა ხუთი ნულის ჩამოშორება ( 1კმ = 100 000სმ ).
1) რუკაზე რომლის მასშტაბია 1 : 2000 000, მანძილი ქ. თბილისიდან მყინვარწვერამდე შეესაბამება 5 სმ-ს. რეალურად რამდენი კილომეტრია ამ ორ გეოგრაფიულ ობიექტს შორის ?(5სმ * 20კმ = 100კმ)
2) რას უდრის მდინარის სიგრძე, თუ სათავიდან შესართავამდე მისი სიგრძეა 20 სმ-ია, რუკის მასშტაბი კი 1 : 1000 000 ?
20სმ * 10კმ = 200კმ
3) ორ წერტილს შორის მანძილი რუკაზე 39 სმ-ია, ხოლო ბუნებაში ეს მანძილი 29250 კმ-ია, როგორია რუკის მასშტაბი ?
(29250კმ : 39სმ = 750კმ ე.ი. მასშტაბი იქნება 1 : 75000 000).
4) ერთი რუკის მასშტაბია 1 : 5000 000, მეორისა – 1 : 25000 000. რამდენი სანტიმეტრი იქნება პირველ რუკაზე გაზომილი მანძილი თბილისსა და მოსკოვს შორის, თუე ს მანძილი მეორე რუკაზე 8 სმ-ია ?
1) პირველ რუკაზე იქნება(8სმ * 250კმ = 2000კმ.) 2) მეორე რუკაზე იქნება (2000კმ : 50კმ = 40კმ).
5) რუკაზე რომლის მასშტაბია 1 : 350 000, ორ პუნქტს შორის მანძილი 7,5 სმ-ია, რამდენი კილომეტრია ადგილზე ამ პუნქტებს შორის მანძილი ?
(7,5სმ * 3,5კმ = 26,25კმ).
суббота, 24 января 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)